Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევაა


გასული ღამის შემდეგ, საქართველოში 517-დან 539-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი.

განახლებული მონაცემები 30 აპრილს 10:20 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

საერთო ჯამში 539 დადასტურებული შემთხვევიდან ​178 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი გარდაცვალება 4 აპრილს დაფიქსირდა.

30 აპრილის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5256 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG