Accessibility links

სომხეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეები საქართველოს გავლით დაბრუნებას ითხოვენ


რუსეთის საელჩო ერევანში

რუსეთის საელჩო სომხეთში აცხადებს, რომ ბევრი მოქალაქე მიმართავს სომხეთიდან რუსეთში საქართველოს გავლით, სახმელეთო გზით დაბრუნების პრობლემის გამო. მათ შორის მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში პირადი ავტომანქანებით იმყოფებიან და ითხოვენ დახმარებას, რათა რუსეთში დასაბრუნებლად საქართველომ ჰუმანიტარული დერეფანი გაუხსნას.

რუსეთის საელჩო მოქალაქეებს განუმარტავს, რომ კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოში 22 მაისამდე გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა, ზოგიერთ ქალაქში შესვლა შეზღუდულია და გზებზე რთული ვითარებაა სატრანზიტო სატვირთო ავტომანქანების სიმრავლის გამო.

რუსეთის საელჩოს განცხადებით, მიუხედავად ობიექტური სირთულეებისა, მარტში ქართულმა მხარემ ჰუმანიტარული მიზნით, მგზავრობის უფლება მისცა რუსეთის მოქალაქეთა ორ ჯგუფს, სულ 52 ადამიანს, ხოლო 29 აპრილს კიდევ ერთ ჯგუფს 84 მოქალაქის შემადგენლობით. რუსეთის საელჩო ქართულ მხარეს კონსტრუქციულობისთვის მადლობას უხდის და შემდგომი თანამშრომლობის იმედი აქვს.

რაც შეეხებათ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით, საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას ითხოვენ, საელჩო აცხადებს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების კომპეტენციაა და მის მიერ დადგენილ წესებს უნდა დაემორჩილონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG