Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემებია, 22 ახალი შემთხვევა არ არის ცუდი


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის ახალი, 22 დადასტურებული შემთხვევა ცუდი მონაცემები არ არის:

„თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, ეს ჩვენი პიკური მონაცემები არ არის ცუდი და თუ ასე გაგრძელდება, შევინარჩუნებთ ზომიერ კონტროლირებად მატებას და ეს მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას, რა თქმა უნდა“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით 22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან უმრავლესობა, 15 თეთრი წყაროს კლასტერიდანაა, 3 შემთხვევა სვანეთიდან, 4 კი ბოლნისიდან.

მარინა ეზუგბაიას თანახმად, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 აპრილს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი შევიდა. მთლიანობაში ამ დროისათვის კლინიკაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევით 43 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 3-ს მძიმე პნევმონია აღენიშნება.

გასული ღამის შემდეგ, საქართველოში 517-დან 539-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი.

საერთო ჯამში 539 დადასტურებული შემთხვევიდან ​178 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG