Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტში მშპ 2,7 პროცენტით შემცირდა


2020 წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტები 2,7 პროცენტით შემცირდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის გამოთვლით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობის, კომუნიკაციისა და ინფორმაციის სფეროებში. კლება დაფიქსირდა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებში.

მარტში მშპ-ს კლების გამო 2020 წლის პირველ კვარტალში საშუალო რეალური ზრდა 1,5 პროცენტი იყო.

წინასწარი მონაცემებით, მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 22 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 70 პროცენტით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG