Accessibility links

სომხეთში წუხელ მასობრივი არეულობა მოხდა. არიან დაღუპულები


ხალხი გავარის საავადმყოფოს წინ

სომხეთის ქალაქ გავარში წუხელ მოხდა არეულობა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვმა მიიღო ცეცხლსასროლი და სხვა სახის ჭრილობა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი და აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქალაქ გავარში თავდამსხმელებმა ცეცხლსაროლი იარაღით მოკლეს ორი პირი, რის შემდეგაც გაქცევა სცადეს, მაგრამ ავარიაში მოყვნენ და საავადმყოფოში მოხვდნენ.

ინცინდენტის შემდეგ საავადმყოფოსთან შეიკრიბა, მოკლულთა ნათესავები და ახლობლები, დაახლოებით 500 კაცი. ჯოხებითა და დანებით შეიარაღებულმა ბრბომ გაარღვია პოლიციის ალყა და შევარდა იმ პალატაში, სადაც ავარიაში დაშავებულები იმყოფებოდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ მათ.

თავდაპირველად რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ცნობა, პალატაში მყოფთა დაღუპვის შესახებ. მაგრამ შემდეგ სომხეთის პოლიციამ უარყო ეს ცნობა და განაცხადა, რომ „სამედიცინო ცენტრში არავინ არ მოუკლავთ.“

ინცინდენტის შემდეგე ერევნიდან ქალაქ გავარში გადაისროლეს პოლიციის დამატებითი ძალები. ადგილზე იმყოფება სომხეთის პოლიციის უფროსი, არმან სარკისიანი. მიმდინარეობის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე პირთა წრის დადგენის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG