Accessibility links

კაბალელ გლეხებს საბითუმო ბაზარი გაუხსნეს


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გაიხსნა ე.წ საბითუმო ბაზარი. სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის თანამშრომლები მოვაჭრეებს და დისტრიბუტორებს დისტანციის დაცვისკენ მეგაფონებით, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მოუწოდებენ.

ბაზრის ტერიტორიაზე შესვლამდე მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავენ, ავტომობილებს კი - დეზინფექციას უტარებენ.

ამ დროისთვის გლეხები ბაზარში ძირითადად, კიტრს ყიდიან. კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში ავტოტრანსპორტის მიმოსვლის შეზღუდვის და აგრარული ბაზრების დახურვის გამო, კაბალის მცხოვრებთ მოსავლის ნაწილი გაუფუჭდათ. კაბალელებს რეალიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად საბითუმო ბაზრის გახსნას გასულ კვირაში დაპირდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG