Accessibility links

კაცს ცოლის განზრახ სასტიკი მკვლელობისთვის 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა


რუსთავის საქალაქო სასამართლომ კაცს, რომელმაც ცოლი განზრახ სასტიკად მოკლა 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას განაჩენის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

შემთხვევა 2020 წლის 15 თებერვალს მოხდა. კაცმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლს ყელისა და სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, მეუღლის დას კი ყელის არეში. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობდა:

  • 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით - განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის;
  • 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
  • 281¹-ე მუხლის პირველი ნაწილი - განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

ამავე თემაზე: ყოფილმა ქმარმა ცოლი სამი მცირეწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით მოკლა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG