Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯინ ექსპერტის" მეთოდით ტესტირებისას გვაქვს ზუსტი შედეგი სწრაფ დროში - ექიმი ლაბორანტი


„ჯინ ექსპერტის“ მეთოდით ტესტირება სპეციალური აპარატის საშუალებით ხდება, - განმარტა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსმა ექიმ-ლაბორანტმა ხატია მიქაბერიძემ. მისი თქმით, შედეგის გამოვლენა ხდება 50 წუთის განმავლობაში და შესაბამისად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, ვისაც სწრაფ დროში სჭირდება იმის დადასტურება, გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულია და ასე შემდეგ.

„აქ ხდება თვითონ ვირუსის ნუკლეინის მჟავების გამოვლენა კარტრიჯული მეთოდით. არის აბსოლუტურად დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ, ასე ვთქვათ, ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა იყოს გამორიცხული იმ შემთხვევაში, თუკი არ მოხდა აღების დროს რაიმე პრობლემა.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ზუსტი შედეგი ძალიან სწრაფ დროში, რადგანაც სხვა მეთოდით მეორე დღეს გვაქვს შედეგი“, - განაცხადა ხატია მიქაბერიძემ.მისი თქმით, მეთოდი გამოიყენება ისეთი კვლევებისთვის, როგორებიცაა არის ტუბერკულოზის კვლევა, ჰეპატიტები და ასე შემდეგ.

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტირების ახალ მეთოდის - „ჯინ ექსპერტის“ გამოყენების შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, მეთოდს კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ იმ პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ:

„ეს არ იქნება მასიური, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკო ღირებულებით. ესაა უნიკალური მეთოდი, ალბათობა იმისა, რომ იყოს დაშვებული შეცდომა მინიმალურამდეა დაყვანილი, ვინაიდან მასში არ არის მონაწილე ადამიანის ფაქტორი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

30 აპრილის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის საერთო ჯამში, 539 შემთხვევა. მათგან 178 უკვე გამოჯანმრთელდა. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG