Accessibility links

ეკატერინე ტიკარაძე: მიზნობრივ ტესტირებას ხარვეზად არ მივიჩნევთ


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველო კოვიდ ინფექციის მართვით მსოფლიოში წამყვან პოზიციას იკავებს, რის გამოც, მიზნობრივ ტესტირებას ხარვეზად არ მიიჩნევს. ტესტირების არეალის გაფართოებაზე დასმულ კითხვას ტიკარძემ უპასუხა:

“ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგები საუკეთესოდ ამოიცნობენ პაციენტის მიერ მის კონტაქტებზე ინფექციის გადაცემის ჯაჭვს… მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში ჩატარდება 1000-ზე მეტი PCR ტესტი”.

29 აპრილს საქართველოს მარაგი 40 000 “ოქროს ტესტით” შეივსო. ტესტირება გაფართოვდება მაღალი რისკის მოწყვლად ჯგუფებზე და განისაზღვრება მომდევნო პრიორიტეტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი გარდაცვალება 4 აპრილს დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG