Accessibility links

სატრანზიტო ავტომობილების მძღოლებს COVID 19-ის ტესტს აუღებენ


ჯანდაცვის სამისტროსში ლაბორატორიის ჯგუფის შეხვედრაზე პაცინტთა მკურნალობის დღეს არსებული ალგორითმის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს,- ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით კლინიკური ჯგუფს აქვს ინიციატივა, საზოგადოების რომელი ჯგუფები უნდა შევიდნენ ალგორითმის შემდგომ გაფართოებაში.

„ამ ეტაპზე ჩვენ შევთანხმდით რომ გაფართოებას დაექვემდებარებიან ის თავშესაფრები, (ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები) სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტესტირების ალგორითმი ჯანდაცვის სამინისტრომ 9 აპრილს განაახლა.

ასევე წაიკითხეთ: ალგორითმი: ვის (არ) ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG