Accessibility links

წყალტუბოში კორონავირუსის მეორე შემთხვევაა


ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში COVID-19-ს დიაგნოზით მოათავსეს შუახნის მამაკაცი. კლინიკის ექიმის, ედიშერ ასათიანის ინფორმაციით, წყალტუბოელი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მას კონტაქტი არ ჰქონია წყალტუბოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთან, რომელსაც კორონავირუსი 28 აპრილს დაუდასტურდა. ამ პაციენტის ოჯახის 4 წევრი და დასუფთავების სამსახურის 7 თანამშრომელი კარანტინში იმყოფებიან. ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ წყალტუბოში ორი ადამიანის დაინფიცირების წყაროებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG