Accessibility links

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი 0-0,25%-ის დონეზე შეინარჩუნა


აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი.

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ წლიური საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 0-0,25%-ის დონეზე შეინარჩუნა.

მარტში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც აშშ-ის ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, ორჯერ შეამცირა საპროცენტო განაკვეთი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერისთვის.

„მიმდინარე კრიზისი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეკონომიკურ საქმიანობაზე, სამუშაო ადგილებსა და ინფლაციაზე. ის ეკონომიკისთვის ასევე წარმოშობს საფრთხეს საშუალო ვადიანი პერსპექტივით,“ ნათქვამია ფსს-ის წუხელ გავრცელებულ განცხადებაში.

საპროცენტო განაკვეთის ამ დონეზე შენარჩუნება მანამდე იგეგმება, სანამ არ დავრწმუნდებით იმაში, რომ ეკონომიკა გაუმკლავდება პანდემიის შედეგებს, აღნიშნავს აშშ-ის ცენტრალური ბანკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG