Accessibility links

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა


საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს, რომელიც ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიაწოდეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ ცოლს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტითა და 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ივნისს 11 საათზე გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG