Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის აგრარული ბაზარი გახსნისთვის ემზადება


1-ელი მაისიდან შესაძლოა ახალციხის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლოს. ბაზარი ამ დრომდე თავად ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დაიხურა. მიზეზი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებია, რომელთა დაცვასაც, ბაზრის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხმარებელი ვერ ახერხებს.

დახურვიდან დღემდე სავაჭრო ცენტრში ჩატარდა დეზინფექცია, დახლები განთავსდა ერთმეტრიანი დისტანციით, ასევე დახურულ სივრცეში ჩატარდა შიდასარემონტო სამუშაოები, ეზო დაიხაზა და ავტომანქანებისთვის პარკირების ადგილი გამოიყო.

აღდგომამდე ბაზრის გახსნის მოთხოვნით, მალფუჭებადი პროდუქციით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია სეს-ის შენობასთან გამართეს. 30-მდე მოვაჭრე ბაზრის გახსნისთვის სეს-ის ნებართვას დროულად ითხოვდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლებმა ახალციხის მერიის თანამშრომლებთან ერთად აგრარული ბაზარი დაათვალიერეს და შეფასების შემდეგ ბაზრის დირექციას გახსნის ნებართვა მხოლოდ აღდგომის შემდეგ მისცეს.

ვახტანგ ქართველიშვილის თქმით, ადმინისტრაცია ფრთხილობს, რადგან სანქცია ძალიან მაღალია. „კიდევ გავივლით ამ საკითხს, მაგრამ პირბადის გარეშე მაინც დადის ხალხი, რიგს არ იცავენ და ამის გაკონტროლება რთულია“, - გვითხრეს ადმინისტრაციაში.

ახალციხის ცენტრალური ბაზარი, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო, 29 მარტს 15 000 ლარით დააჯარიმეს. განმეორებით ი დარღვევისშემთხვევაში კანონი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG