Accessibility links

სერბეთში ერთ დღემდე ამცირებენ საპირველმაისო უქმეებისთვის დაწესებულ სამდღიან კომენდანტის საათს


სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ერთ დღემდე შეამცირა საპირველმაისო უქმეებისთვის დაწესებული სამდღიანი კომენდანტის საათი. ქვეყანაში გრძელდება საპროესტო გამოსვლები, რომლების მონაწილეები მოითხოვენ კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული მკაცრი ზომების გაუქმებას.

თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა კომენდანტის საათის შემოღებას 30 აპრილის საღამოდან 4 მაისის დილამდე, რათა შეეზღუდა ხალხმრავლობა. სერბები ტრადიციულად დიდი პიკნიკებით აღნიშნავენ 1 მაისს.

გასულ თვეში სერბეთმა დრაკონული ზომები დააწესა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად. მათ შორისაა საგანგებო მდგომარეობა, საზღვრების ჩაკეტვა, ყოველდღიური კომენდანტის საათი 17 საათიდან და გარეთ გასვლის აკრძალვა უქმეებზე, მათ შორის მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულებზე.

ვუჩიჩის თქმით, კვლავაც აკრძალულია ხუთზე მეტი ადამიანზე შეკრება.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად სერბეთში დადასტრუბეულია კორონავირუსით ინფიცირების 6630 შემთხვევა, გარდაიცვალა 125.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG