Accessibility links

ეკონომიკური დაღმასვლის პირობებში აშშ-ში 30 მილიონზე მეტმა მოითხოვა დახმარება უმუშევრობისთვის


აშშ-ში 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა უმუშევრობისთვის განკუთვნილი დახმარება, მას შემდეგ, რაც მარტის შუა რიცხვებში აშშ-ის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი დაიხურა კორონავირუსის პანდემიის გამო.

შრომის სამინისტროს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ კვირაში 3,84-მა დასაქმებულმა პირველად შეიტანა განაცხადი უმუშევრობის დახმარებისთვის. მანამდე, უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში, ეს 26 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააკეთა.

ამჟამად ყოველი მეექვსე ამერიკელი უმუშევარია. ეკონომისტების პროგნოზით, უმუშევრობამ 20%-ს შეიძლება მიაღწიოს.

მთავრობის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 4,8%-ით შემცირდა. ეს პირველი დაღმასვლაა უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში.

ამჟამად აშშ-ში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 61187.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG