Accessibility links

ჩინეთმა უკუაგდო ტრამპის ბრალდება, რომ პეკინი ყოველ ღონეს იხმარს, რათა ის დამარცხდეს არჩევნებში


ჩინეთის მთავრობამ უკუაგდო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდება, რომ პეკინი დაინტერესებულია იმაში, რომ ხელი შეუშალოს მის ხელახლა არჩევას ნოემბერში.

ტრამპმა 29 აპრილს როიტერსთან ინტერვიუში თქვა, რომ „ჩინეთი ყოველ ღონეს იხმარს, რათა მე ამ რბოლაში დავმარცხდე“. ტრამპმა ახსენა ჩინეთის უკმაყოფილება ვაჭრობისა და სხვა სფეროებით, რომლებშიც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გაძლიერდა მისი პრეზიდენტობის განმავლობაში.

მან ასევე თქვა, რომ ჩინეთისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, თუკი მისი სავარაუდო მეტოქე, დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდება პრეზიდენტი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის საშინაო საქმეა და რომ პეკინი „არ არის დაინტერესებული მასში ჩარევით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG