Accessibility links

აშშ-ის სპეცსამსახურები: ახალი კორონავირუსი „არ არის ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული“


აშშ-ის სპეცსამსახურები უარყოფენ შეთქმულების თეორიას და აცხადებენ, რომ, მათი დასკვნით, ახალი კორონავირუსი „არ არის ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული“. მაგრამ ისინი კვლავაც შეისწავლიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი თანაშემწეების მიერ გამოთქმულ იდეას, რომ პანდემია შესაძლოა ჩინეთის ლაბორატორიაში მომხდარი შეცდომის შედეგი იყოს.

ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა.

უკანასკნელ დღეებში ტრამპის ადმინისტრაციამ გაამწვავა ჩინეთის მიართ რიტორიკა და პეკინს ბრალი დასდო, რომ მან არასაკმარისად სწრაფად იმოქმედა კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით, განგაში არ ატეხა და მსოფლიოს სათანადო სიგნალი არ მიაწოდა მზარდი საფრთხის შესახებ.

30 აპრილს ტრამპმა კვლავ დასდო ჩინეთს ბრალი, რომ მან საკმარისი არ გააკეთა კორონავირუსის შესაკავებლად.

ხუთშაბათს ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ნებისმიერი განცხადება კორონავირუსის ლაბორატორიიდან გაშვების თაობაზე არის „უსაფუძვლო და არაფრიდან შეთითხნილი.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG