Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა


2020 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა, ევროს მოქმედების ზონაში კი, 3.8%-ით. ინფორმაციას ევროკავშირის სტატიტიკის სამსახური ავრცელებს.

ექსპერტთა შეფასებით, თუ ევროკავშირის ეკონომიკის ვარდნა ამ ტემპით გაგრძელდება, წლის ბოლოს 13%-ს მიაღწევს და ევროპა თითქმის 2 ტრილიონ ევროს დაკარგავს.

ევროპის ცენტრალური ბანკი არ გამორიცხავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა წლის ბოლოს 12% იქნება ევროს ზონის სახელმწიფოებში. ამ ზონაში ევროკავშირის 27-დან 19 ქვეყანაა და სწორედ მათზე მოდის გაერთიანების მთლიანი ეკონომიკის 85%.

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი ამბობს, რომ ეკონომიკის ვარდნა მშვიდობიანი პერიოდისთვის უპრეცედენტო სისწრაფით მიმდინარეობს. ლაგარდის შეფასებით, საბოლოო მასშტაბი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მკაცრი შეზღუდვები და რამდენად წარმატებული იქნება ადამიანების და ბიზნესის დასახმარებლად მიღებული ზომები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG