Accessibility links

უფლებადამცველი ორგანიზაცია ახალგორელი პაციენტების მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს


ახალგორი

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ახალგორში მძიმე პაციენტებს უარს ეუბნებიან საავადმყოფოში გადაყვანაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლება ისევ ზღუდავს ახალგორის მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლებას: „ახალგორელებს აკრძალული აქვთ არა მარტო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა, არამედ გეგმიური მომსახურებაც ახალგორის ადგილობრივ საავადმყოფოში“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა ახალგორში მცხოვრებმა მძიმე პაციენტებმა სამედიცინო დახმარება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიიღონ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ახალგორთან ე.წ. საზღვარი ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში დაკეტა მას შემდეგ, რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ დათანხმდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან კანონიერად გახსნილი საპოლიციო საგუშაგოს აღებას.

ახალგორელებისთვის დანარჩენი საქართველოსკენ მიმავალი გზის დაკეტვის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლებამ ადგილობრივ პენსიონერებს და სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს გარკვეულ პერიოდში მაინც მისცა ე.წ.საზღვრის გადაკვეთის უფლება. თუმცა, ახალი კორონავირუსის გავრცელების დაწყების შემდეგ, ეს შესაძლებლობაც მოუსპო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG