Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ოკუპირებულმა რეგიონებმა რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნა გადადეს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 15 მაისამდე გააგრძელა რუსეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის აკრძალვის ვადა, რომელიც დღეს, 1 მაისს იწურებოდა.

შესაბამის „განკარგულებას“ ხელი მოწერა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ. კორონავირუსის გავრცელების გამო დაკეტილი „საზღვრის“ გადაკვეთა შეუძლიათ მხოლოდ რუს სამხედროებს და სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებს, უცხოელ დიპლომატებს, სატვირთო ავტომანქანებს და „სხვა ქვეყნების საავადმყოფოებიდან გაწერილ აფხაზეთის მოქალაქეებს“.

დე ფაქტო ხელისუფლებას აფხაზეთში კორონავირუსის 3 შემთხვევა აქვს დადასტურებული. მათგან ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პირველი, ვისაც დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, COVID-19 აღმოაჩნდა, რუსეთში იმყოფებოდა.

რუსეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა 31 მაისამდე გააგრძელა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ. შეზღუდვა 1 მაისიდან უნდა მოხსნილიყო.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, დღემდე რეგიონში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG