Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ისევ ქვემო ქართლიდანაა


ჩაკეტილი გზა ბოლნისთან
ჩაკეტილი გზა ბოლნისთან

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 27 ახალი პაციენტიდან უმრავლესობა ქვემო ქართლიდანაა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მედიას აცნობა, რომ 13 ბოლნისის წყაროა, 2 მარნეულის და 1 თეთრიწყაროსი.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კიდევ 4 პაციენტი კარანტინის სივრციდანაა, დანარჩენების წყაროების მოძიება კი ამჟამად მიმდინარეობს.

აპრილის ბოლო დღეებში გამოვლენილი ახალი შემთხვევების უმრავლესობაც ქვემო ქართლიდან იყო.

მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო მკაცრი კარანტინის ზონებადაა გამოცხადებული.

1 მაისს დილით, საქართველოში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო რიცხვი 566-მდე გაიზარდა. მათგან 184 უკვე გამოჯანმრთელდა. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG