Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანმა ბრიფინგზე უპასუხოდ დატოვა შეკითხვა კლინიკაში კარანტინის გამოცხადების შესახებ


თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დღევანდელ ბრიფინგზე არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას კლინიკაში კარანტინის გამოცხადების შესახებ.

რატიანმა ბრიფინგზე პაციენტების მდგომარეობაზე ილაპარაკა, მედიის შეკითხვებს აღარ უპასუხა და კლინიკის შენობაში დაბრუნდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, მას ლევან რატიანმა დაუდასტურა, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობს. პირველი არხი წერს, რომ ​არსებული ინფორმაციით, მიზეზი ერთ-ერთი ექიმი-გინეკოლოგის კორონავირუსით დაინფიცირებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG