Accessibility links

ლევან რატიანზე დაყრდნობით, კარანტინის შესახებ კიდევ ერთი, განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კარანტინის რეჟიმში 11 მარტიდან მუშაობს, - ამის შესახებ imedinews-ი იუწყება კლინიკის დირექტორ ლევან რატიანზე დაყრდნობით: „ეს ნიშნავს, რომ მედპერსონალი კლინიკაში ორკვირიან ცვლაშია, რაც კარანტინის ერთ-ერთი ზომაა“. რატიანის თქმით, კლინიკაში მუშაობის რამე ახალი, დამატებითი რეჟიმი არ შემოუღიათ.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, მას ლევან რატიანმა დღეს დაუდასტურა, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გმოცხადდა. პირველი არხი წერს, რომ არსებული ინფორმაციით, მიზეზი ერთ-ერთი ექიმი-გინეკოლოგის კორონავირუსით დაინფიცირებაა.

კლინიკასთან დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან რატიანმა კარანტინის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG