Accessibility links

პანდემიის გამო მსოფლიოში გაუქმდა საპირველმაისო ღონისძიებების დიდი ნაწილი


1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, მსოფლიოში ჩვეულებრივ მილიონობით ადამიანი მონაწილეობს ხოლმე ფართო მასშტაბის მარშებში, მაგრამ წელს სადღესასწაულო ღონისძიებების უდიდესი ნაწილი შეეწირება კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიმართულ მკაცრ ზომებს.

საპირველმაისო დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება მთელ ევროპაში, რუსეთში, აზიის ზოგ ქვეყანასა და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის უდიდეს ნაწილში. მაგრამ წელს პანდემიის გამო მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილში აკრძალულია ხალხის თავშეყრა.

ევროპაში გაუქმდა მიტინგები და მსვლელობები, რუსეთში კი - პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მასობრივი აღლუმი.

გაუქმებული ღონისძიებების საკომპენსაციოდ პროფკავშირები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, ტრასპარანტები განათავსონ თავიანთ სახლებსა და აივნებზე ან სოციალურ ქსელებში.

ხალხს მოუწოდებენ, სოციალურ მედიაში გამოაქვეყნონ ვიდეოები იმ ადამიანების მიმართ მადლობის ნიშნად, რომლებმაც თავი გამოიჩინეს შრომაში.

შრომის ორგანიზატორთა თქმით, წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების აღიარება, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვის სისტემაში, სუპერმარკეტებსა და დეზინფექციის სამსახურებში.

მოსალოდნელია მცირე მასშტაბის დემონსტრაციები საბერძნეთსა და ინდონეზიაში.

ბერლინში დაგეგმილია ცალ-ცალკე მარშები ტრადიციული ერთი დიდი მარშის სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG