Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WADA-მ დაასრულა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბანკში მანიპულაციების გამოძიება


მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ექსპერტებმა დაასრულეს გამოძიება მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბანკში მანიპულაციების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია სააგენტოს ვებსაიტზე.

სპეციალისტებმა შეამოწმეს რუსეთის იმ სპორტსმენების 298 სინჯი, რომელთა მიმართ არსებობდა ეჭვი. 145 შემთხვევაში მანიპულაცია გამოვლინდა. გამოძიების შედეგები 28 საერთაშორისო ფედერაციას გადაეცა.

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) ხელმძღვანელმა იური განუსმა განაცხადა, რომ განცვიფრებულია გამოვლენილ დარღვევათა რაოდენობით. თუმცა, მისი თქმით, მთლიანობაში ვითარება ნაცნობია, ვინაიდან WADA-მ დაასრულა იმ შემთხვევების ანალიზი, რომლებზეც საკმაოდ ადრე ჰქონდა განცხადება გაკეთებული.

RUSADA-ს ხელმძღვანელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის სპორტსმენთა მიმართ სანქციები ალბათ ორი ოლიმპიადის განმავლობაში იმოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG