Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუნივერსიტეტო კლინიკაში უარყოფენ კორონავირუსით მათი ექიმის დაინფიცირებას


საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი უარყოფს, რომ კლინიკის ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა. მისივე განცხადებით, საავადმყოფო კარანტინის რეჟიმში 11 მარტიდან მუშაობს.

„11 მარტიდან სულ ამ რეჟიმში ვართ, საგანგებო სიტუაციაში, ყურებზე დავდივართ და არ გრცხვენიათ, ამდენს რომ რეკავთ?! არ ვიცი, ვინ რა დაწერა, შეიძლება დაწერონ ლევანი ქალიაო და ილაპარაკეთ ახლა რამდენიც გინდათ… იქნებ მეც შემიცვალოთ სქესი?“, - უთხრა რატიანმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“.

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა კორონავირუსით ერთ-ერთი ექიმის დაინფიცირების გამო.

კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით რამდენიმე მედიკოსი მკურნალობს, თუმცა არც ერთი მათი ექიმი არ არის: „ჩვენი კლინიკის ექიმს კორონავირუსი არ აქვს და ისე ჩვენთან ბევრი მედიკოსი წევს სხვადასხვა კლინიკიდან“.

რაც შეეხება კარანტინის გამოცხადებას, ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში კარანტინი ისედაც არის: „დღეს შევცვალეთ „სტაფი“, რომელიც ბოლო 2 კვირა მუშაობდა. ტესტები გავუკეთეთ, ყველა უარყოფითია და ბინაზე გავუშვით. ახლა ახალი „სტაფი“ შემოვიყვანეთ შემდეგი 2 კვირით, შესაძლოა, 10 დღით დავტოვოთ. ამათაც ჩავუტარეთ ტესტირება. ასეთ რეჟიმში ვმუშაობთ, ახალი არაფერია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG