Accessibility links

site logo site logo

რუსეთში უკანასკნელ დღე-ღამეში სარეკორდო რაოდენობის ინფიცირებულები გამოვლინდა


რუსეთში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 7933 შემთხვევა, რაც სარეკორდო რაოდენობაა დროის ამ მონაკვეთისთვის. ინფორმაციას ავრცელებს ოპერატიული შტაბი.

უკანასკნელ დღე-ღამეში COVID-19-ით გარდაიცვალა 96 ადამიანი.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 1169.

უკანასკნელ დღე-ღამეში ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა რუსეთის ყველა რეგიონში. უმეტესობა - 3,5 ათასი - მოსკოვში.

ამ დროისთვის მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3,2 მილიონზე მეტი შემთხვევა. გარდაიცვალა 233 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა მილიონზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG