Accessibility links

ანქვაბს კორონავირუსით ინფიცირებული მიშუსტინის სწრაფად გამოჯანმრთელების იმედი აქვს


რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანქვაბმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშისტინს გაუგზავნა დეპეშა და კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

ანქვაბი მიშუსტინს წერს, რომ შეშფოთებით აღიქვეს მისი დიაგნოზი, მაგრამ ეჭვი არ ეპარებათ, რომ დაავადებას უახლოეს ხანში გაუმკლავდება.

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი 30 აპრილს დაუდასტურდა. ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. პრემიერის მოვალეობას მიშუსტინის პირველი მოადგილე ანდრეი ბელოუსოვი ასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG