Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელი თერგვისი მკაცრ კარანტინს გადაურჩა


გორის მუნიციპალიტეტის სოფელი თერგვისი არ ჩაიკეტება. გადაწყვეტილება შიდა ქართლის რეგიონის საკოორდინაციო ჯგუფმა მიიღო.

თერგვისის მცხოვრებია გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექთანი, რომელსაც COVID-19-ის დიაგნოზი 29 აპრილს დაუსვეს. მეორე დღეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა მის ორ შვილს და კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს.

ეპიდემიოლოგებმა თერგვისიდან „ლუგარის ლაბორატორიაში“ გაგზავნეს ინფიცირებულებთან კონტაქტის მქონე 23 ადამიანის ბიოლოგიური მასალა და არცერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა. ამ შედეგზე დაყრდნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სოფელ თერგვისს მკაცრ საკარანტინო ზონად არ გამოაცხადებს.

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ 80 პირს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG