Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ტაძრებსა და მეჩეთებს 1 მაისიდან დააჯარიმებენ ანტიტერორისტული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის


1 მაისიდან რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ფულად ჯარიმებს ითვალისწინებს იმ რელიგიური ორგანიზაციებისათვის, რომლებიც დაარღვევენ მოთხოვნებს ობიექტების ანტიტერორისტული დაცულობის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ყოვლისა, ეს ეხება სათვალთვალო კამერების არსებობას. ეკლესიებში მათი დაყენება დაიწყეს 2020 წლის თებერვალში, ხოლო მეჩეთებში - უფრო ადრე, 2019 წელს.

ამასთან, ზოგიერთი მუსლიმი სასულიერო პირი ამ მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ ვიდეოთვალთვალის სისტემის დამკვეთია სპეცსამსახურები, რომლებიც აპირებენ თვალყური ადევნონ მრევლს.

ეკლესიებისა და მეჩეთების ანტიტერორისტული დაცულობის მოთხოვნების დარღვევისათვის გათვალისწინებულია შემდეგი ფულადი ჯარიმები:

  • ფიზიკური პირებისთვის - 3-დან 5 ათას მანეთამდე;
  • თანამდებობის პირებისათვის, მათ შორის, ტაძრების წინამძღოლთათვის, სანქცია შეადგენს 30-დან 50 ათას რუბლამდე;
  • იურიდიული პირებისათვის (მრევლისა და რელიგიური გაერთიანებებისთვის) - 50-დან 100 რუბლამდე;

ასეთივე ჯარიმებით დაისჯება წინააღმდეგობის გაწევა იმ პირთათვის, რომლებსაც ამ ანტიტერორისტული დაცულობის მოთხოვნების სისრულეში მოყვანა ევალებათ.

კანონის თანახმად, დიდი ტაძრებისა და მეჩეთების ფიზიკური დაცვა უნდა უზრუნველყონ რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ და კერძო უსაფრთხოების ფირმებმა. თუ სალოცავი სახლი გათვლილია 50-ზე ნაკლებ მრევლზე, მაშინ ასეთი შენობის ანტიტერორისტული უსაფრთხოების უზრუნველყოფას თავად წინამძღოლი გადაწყვეტს თავისი შეხედულებისამებრ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG