Accessibility links

თურნავა: საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი იაპონური ინვესტიცია შემოვიდა ენერგეტიკაში


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგეტიკული გიგანტური კომპანია ტეპკო შემოდის. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

"ახლა, პრაქტიკულად, გლობალური ეკონომიკა შევიდა რეცესიაში და ბიზნესაქტივობა არის ძალიან შეზღუდული - ასეთ ვითარებაშიც არ შეეშალათ ხელი რამდენიმე მსხვილ ინვესტორს, რომ შემოსულიყო... ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი იაპონური, პირდაპირი ინვესტიცია, რომელიც შემოვიდა ენერგეტიკაში", - თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, ახლა არის შესაძლებლობა, რომ გლობალური პრობლემა საქართველოს შესაძლებლობად იქცეს. მან განმარტა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ინვესტორებმა საქართველოში გადმოსვლით საკუთარი საქმიანობა გეოგრაფიულად დააზღვიონ.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა 24 აპრილს წარადგინა, მას შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლები დეტალურ პრეზენტაციებს მართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG