Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის გამოსახულებიანი მოზაიკა აიღეს თავდაცვის სამინისტროს მთავარი ტაძრიდან


რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ მართლმადიდებლურ ტაძარში, რომელიც მოსკოვისპირეთის კუბინკაში შენდება, დემონტაჟი ჩაუტარდა მოზაიკას, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იყო გამოსახული.

ადრე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები უკვე ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მშენებლობის მხატვრული საბჭო „პრეზიდენტის აზრის გათვალისწინებით“ ფიქრობდა მოზაიკის დემონტაჟზე.

26 აპრილს კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მოზაიკის არსებობის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი პუტინი, რომელიც ფიქრობს, რომ მისი მოღვაწეობისათვის მსგავსი სახით შეფასების მიცემა ნაადრევია.

მოზაიკის ესკიზმა, სახელწოდებით „ყირიმის გაზაფხული“, რომელზეც პუტინის გარდა გამოსახული არიან ყირიმის ანექსიის სხვა მთავარი მონაწილეები - რუსეთის თავდაცვის მინისტრი, უშიშროების სამსახურის და პარლამენტის ხელმძღვანელები, დიდი პოლემიკა გამოიწვია საზოგადოებაში, რის გამოც, „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, გადაწყდა მისი აღება „ქვეყნის და ეკლესიის ხელმძღვანელების აზრის“ გათვალისწინებით.

მოზაიკის ახალ ვარიანტზე, ახლა გამოსახული არიან ბერები, რომლებსაც ხელთ უპყრიათ ღვთისმშობლის ხატი, ხოლო წარწერა „ყირიმის გაზაფხული“ შეიცვალა წარწერით „საუკუნოდ რუსეთთან“ ერთად, რაც შინაარსობრივად ყირიმის რუსეთთან მიერთების მოვლენებს უკავშირდება.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის მშენებლობაზე, რომლის გახსნის თარიღიც უცნობია, კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამტკიცებს, შემოწირულებების სახით მიღებული 3 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG