Accessibility links

ჯო ბაიდენი უარყოფს მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს სექსუალური ძალადობის შესახებ


ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა, პარასკევს პირველად საჯაროდ უარყო სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებები, რომელიც მის წინააღმდეგ გამოთქვა სენატში მისმა ყოფილმა თანაშემწემ, ტარა რეიდმა.

“არაორაზროვნად ვაცხადებ - ეს არასოდეს არ მომხდარა, ასეთი რამ არასოდეს არ ყოფილა, არასოდეს. არ მახსოვს, რომ მას რაიმე საჩივარი გამოეთქვა. ეს იყო 27 წლის წინ და ასეთი რამ არც მე მახსოვს და არც ვინმე სხვას, ვისაც ვიცნობ. საქმე იმაშია, რომ არ მახსოვს, რომ როდესმე ჩემ მიმართ რაიმე საჩივარი ყოფილიყო“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა MSNBC-ისთვის მიცმულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კალიფორნიის მკვიდრმა, ტარა რეიდმა, 1992-1993 წლებში ბაიდენის სენატის ოფისის მდივანმა, ყოფილი სენატორი დაადანაშაულა იმაში, რომ 1993 წელს ბაიდენმა ინტერვიუს დროს „მას კაბის ქვემოთ დაადო ხელი“ .

ჯო ბაიდენი, რომელიც დიდი ალბათობით დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში წააწყდა ზეწოლას პარტიაში, სადაც მოითხოვდნენ მისგან საჯარო კომენტარის გაკეთებას რეიდის ბრალდებებზე.

„როიტერის“ რეპორტიორებმა ვერ შეძლეს ტარი რეიდთან ან მის წარმომადგენლებთან დაკავშირება, რათა დამოუკიდებლად დაედასტურებინათ მისი ეს განცხადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG