Accessibility links

ავღანეთის პრეზიდენტი და მისი მთავარი მეტოქე აბდულა აბდულა ახლოს არიან შეთანხმებასთან


აშრაფ ღანი და აბდულა აბდულა

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი და მისი მთავარი პოლიტიკურ მეტოქე, აბდულა აბდულა ახლოს არიან იმასთან, რომ დასრულდეს მათ შორის თვეების განმავლობაში არსებული დაპირისპირება, რაც გადაიზარდა პოლიტიკურ კრიზისში. ორი გავლენიანი პოლიტიკოსის დაპირისპირება ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს თალიბებთან და ასუსტებს ქვეყნას კრონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში.

რამდენიმე ტვიტში, რომელიც აბდულა აბდულამ 1 მაისს გამოაქვეყნა, ავღანეთის ყოფილი უმაღლესი აღმასრულებელი წერს, რომ მიღწეულია პროგრესი ღანისთან მოლაპარაკებებში ბოლო მოეღოს პოლიტიკურ დაპირისპირებას. „მიღწეულია წინასწარი შეთანხმება რიგი პრინციპების თაობაზე“, - წერს აბდულა აბდულა.

სხვა დეტალებზე აბდულა აბდულა არ საუბრობს.

ბოლო არჩევნებში ავღანეთის პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის დაპირისპირება გასული წლის სექტემბრიდან გრძელდება.

28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხმების გადათვლა გრძელდებოდა 19 თებერვლამდე, როდესაც ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ცნო მოქმედი პრეზიდენტი, აშრაფ ღანი. თუმცა, კომისიის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მისი მეტოქე, უმაღლესი აღმასრულებელი, აბდულა აბდულა, რომელმაც საკუთარი თავი გამოაცხადა გამარჯვებულად და პირობა დადო, რომ ჩამოაყალიბებდა საკუთარ მთავრობას.

ბოლო არჩევნებში პრეზიდენტობის წამყვანმა კანდიდატებმა, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და მისმა მეტოქემ, ქვეყნის უმაღლესმა აღმასრულებელმა, აბდულა აბდულამ, თავი გამოაცხადეს ქვეყნის პრეზიდენტებად, ქაბულში, 9 მარტს ერთმანეთის პარალელურად გამართულ საზეიმო ცერემონიაზე.

აბდულა აბდულას და აშრაფ ღანს დაპირისპირების შეწყვეტისკენ დაჟინებით მოუწოდებს ვაშინგტონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG