Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინის პრეზიდენტი „იურიდიული შედეგებით“ დაემუქრა ქალაქ ჩერკასის მერს კარანტინის შერბილებისთვის


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ჩერკასის მერს „იურიდიული შედეგები“ მოელის გადაწყვეტილებისთვის, რითაც უფრო ადრე შემსუბუქდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ 11 მაისამდე შემოღებული კარანტინი.

„ეს არის პოლიტიკური რეიტინგის მოპოვების მცდელობა ქალაქის მცხოვრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად. და ამას ექნება შესაბამისი იურიდიული შედეგები“, - განაცხადა ზელენსკიმ ტელემიმართვაში.

უკრაინის ქალაქ ჩერკასის ხელისუფლებამ 1 მაისს თვითნებურად შეამსუბუქა კარანტინის რეჟიმი ქალაქის საწარმოების ნაწილისთვის, თუმცა უკრაინაში მკაცრი ზომების შერბილების დაწყება დაგეგმილია 11 მაისიდან.

ამასთან დაკავშირებით უკრაინის პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ხოლო უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაქოვმა, ჩერკასის მერ ანატოლი ბონდარენკოს მკაცრი რეაქციით დაემუქრა.

რაზეც ბონდარენკომ უპასუხა, რომ კარანტინის შემსუბუქება ქალაქში უსაფრთხოა, ხოლო ავაქოვის მუქარის არ ეშინია.

„წარულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც კანონმორჩილ უკრაინელ მოქალაქეებს სამართალდმცველი ორგანოების ეშინოდათ“, - განაცხადა ჩერკასის მერმა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG