Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძემ ილაპარაკა მე-7 გარდაცვლილი პაციენტის მდგომარეობის შესახებ


COVID – 19-ის შედეგად გარდაცვლილი მე-7 პაციენტის მდგომარეობაზე „იმედის“ ეთერში ილაპარაკა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა. დიაგნოზი მგონი მოგახსენეს, აქ იყო დადასტურებული შემთხვევა COVID-ინფექციის, მაგრამ ამავე დროს იყო დიდი ჩამონათვალი თანხმლები დაავადებების. ავადმყოფი იყო მძიმე, კრიტიკული. ის მკურნალობდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. მიმდინარეობდა ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული მხარდაჭერა. მიღებულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო, რადგან, როგორც გითხარით, ბევრი თანმხლები პათოლოგია იყო. ასაკი 80 წელს ზემოთ. ასევე თანმხლები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მრავალი პათოლოგია იყო, ვთქვათ: ჰიპერტონული დაავადება, გულის უკმარისობა, სარქვლოვანი უკმარისობა და მრავალი სხვა“, - თქვა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 1 მაისის დილის მონაცემებით, ხელოვნურ ვინტილაციაზე ექვსი პაციენტი იმყოფებოდა.

83 წლის მამაკაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

სულ ქვეყნაში დადასტურებულია ინფიცირების 566 შემთხვევა, მათ შორის, 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG