Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია ზახაროვამ უარი თქვა ნავალნისთან დაბატებზე და მას "მშიშარა" უწოდა


მაია ზახაროვა
მაია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წამომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც თავად გამოიწვია ონლაინდებატებში რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი, პარასკევს უარი თქვა ღონისძიებაზე.

მოვიანებით ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ნავალნიმ წამოაყენა წინადადებები, რომლებიც არ იმსახურებდა განხილვას. „ნავალნის პირდაპირი ეთერი არ უნდოდა. თქვეს, რომ ილაპარაკებს მხოლოდ მოდერატორის საშუალებით. შემომთავაზეს პივოვაროვი. დროის შესახებ დაიწყეს პირობების წამოყენება: ორი წუთი ამაზე, ორი - იმაზე. უიმედო მშიშარა ხარ, შენ, ნავალნი. ქალთან საბრძოლველადაც კი კაცს ექაჩები“, - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანი, მარია ზახაროვა.

დებატების გაუქმება დაადასტურა ალექსეი ნავალნიმაც. ანტიკორუფციონერი პოლიტიკოსის თქმით, გაუგებრობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მარია ზახაროვამ მოდერატორის მონაწილეობით დებატებზე უარი თქვა. „დებატები წამყვანის გარეშე, თანაც ონლაინით, უცნაური რამეა. მაგრამ გუშინვე ვაცნობე, რომ მზად ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის. ამიტომ, ვთხოვე გადაეცათ მარიასთვის, რომ მზად ვარ (დებატებისთვის) წამყვანის გარეშეც. მაგრამ მან მომენტალურად გამოაქვეყნა პოსტი იმაზე, რომ მე უარი ვთქვი და "უიმედო მშიშარა" მიწოდა.

თავდაპირველად დებატები ზახაროვასა და ნავალნის შორის 1 მაისისთვის იგეგმებოდა „ნავალნი ლაივის“ პლატფორმაზე. ზახაროვამ ალექსეი ნავალნი დებატებში მას შემდეგ გამოიწვია, რაც მან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გააკრიტიკა ჟურნალისტ მიხაილ ზიგართან ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებებისთვის. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შეუგნებლობისთვის უსაყვედურა იმ რუს ტურისტებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოეთში ჩარჩნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG