Accessibility links

ნიგერიის მოქალაქე დააკავეს თბილისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით


ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ა.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს - 1986 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ა.ვ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს“, - წერი შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG