Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მედიის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 20 დღეში პირველად საჯაროდ გამოჩნდა


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი 20 დღის განმავლობაში პირველად გამოჩნდა საჯაროდ, იმ ხმების ფონზე, რომლებიც მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ვრცელდებოდა.

2 მაისს ის დაეწრო ლენტის გაჭრის ცერემონიას, რომლითაც აღინიშნა ფხენიანთან ახლოს სასუქების ქარხნის მშენებლობის დასრულება, - იუწყება კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო.

გავრცელდა ფოტოები, რომლებიც ასახავს მომღიმარ და თანაშემწეებთან მოსაუბრე კიმ ჩენ ინს, როცა ის ქარხანას ათვალიერებს. ფოტოები გამოქვეყნდა ოფიციალური გაზეთის, Rodong Sinmun-ის ვებსაიტზე, - აცხადებს როიტერსი, რომელიც ამბობს, რომ თავად ვერ შეძლო ფოტოების სინამდვილის გადამოწმება.

სააგენტოს ინფორმაციაში არ იყო ახსნილი ის, თუ რატომ არ ჩანდა კიმ ჩენ ინი საჯაროდ ბოლო კვირებში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე. ჩრდილოეთმა კორეამ მკაცრი ზომები შემოიღო და საზღვრები ჩაკეტა ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით. 30 აპრილს ქვეყანამ გამოაცხადა, რომ იქ ინფექციის შემთხვევები არ არის, თუმცა ექსპერტებს ამაში ეჭვი ეპარებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG