Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის გუბერნატორი: სეტყვისგან მიყენებული ზარალი მინიმალურია


„ვენახის ზარალი ძალიან მინიმალურია, ძირითადად ერთწლოვან კულტურებს შეეხო ეს სეტყვა. არანაირ ტოტალურ ზარალზე საუბარი არ შეიძლება გვქონდეს და ამ სისტემის ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს, რომ ვიღაცას მთელი კახეთის დასეტყვა უხარია“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

2 მაისს კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაისეტყვა. სეტყვა სიღნაღის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წუთი გაგრძელდა და ძირითადად სოფელი ანაგა დააზარალა.

ირაკლი ქადაგიშვილმა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანობა აღნიშნა და თქვა, რომ ამ სისტემის გარეშე მოსავლის 90 პროცენტი განადგურდებოდა. „გუშინ 790 კვ/კმ ფართობის მქონე ღრუბლის ფრონტი წამოვიდა, რომელიც უკვე იყო ჩამოყალიბებული როგორც სეტყვის ღრუბელი. დღეს გვაქვს რამდენიმე წერტილი, რომელიც დაისეტყვა, თუმცა გვექნებოდა ტოტალური დასეტყვა“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG