Accessibility links

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ნიგერიაში მეკობრეების ტყვეობას გადარჩენილი 4 ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზე იმყოფება


პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან 4 ქართველი მეზღვაური, რომელიც მეკობრეებს გადაურჩა, ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფება და დღეს დასავლეთ აფრიკის ტოგოს ნავსადგურ ლომეში შევა, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა. მისი ცნობით, ოთხი მეზღვაურის საქართველოში დაბრუნების პროცედურები მალე დაიწყება.

ნიგერიაში, პანამის დროში ქვეშ მცურავ გემს მეკობრეები 30 აპრილს დაესხნენ თავს და მეზღვაურები გაიტაცეს, რომელთა შორისაც საქართველოს 9 მოქალაქეა. მეკობრეებს გადაურჩა გემზე მყოფი 4 ქართველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG