Accessibility links

რომან გოცირიძე: ბოიკოტს ვწყვეტთ, ვითხოვთ საპარლამენტო მუშაობის აღდგენას


როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, სწორედ მაშინაა აუცილებელი პარლამენტის მუშაობის გაორმაგება და მისი აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საზედამხედველო და მაკონტროლებელი როლის აღდგენა, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ, როდესაც ქვეყანაში ძირითადად სესხის სახით მოზიდულია რამდენიმე მილიარდი დოლარი, მისი განკარგვა არ უნდა იყოს რამდენიმე ადამიანის პრეროგატივა და ამ თანხის ხარჯვაზე კონტროლის გაძლიერება პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს, რომან გოცირიძე ამბობს, რომ პარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებენ, რათა მოახდინონ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG