Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეულის თქმით, მისმა და ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა საზღვარზე ცეცხლი გაუხსნეს ერთმანეთს


სამხრეთ კორეის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის მეთაურის თქმით, 3 მაისს დილით ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რამდენჯერმე გაისროლეს სამხრეთ კორეის მხარეს მდებარე საგუშაგო პოსტის მიმართულებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთმა კორეამ საპასუხოდ ორი ჯერი გაისროლა გაფრთხილების შემდეგ. სამხრეთ კორეის მხარეს არავინ დაზარალებულა.

გუშინ ჩრდილოეთი კორეა იტყობინებოდა მისი ლიდერის, კიმ ჩენ ინის საზოგადოებაში გამოსვლაზე პირველად უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, რითიც დასრულდა სპეკულაციები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 მაისს განაცხადა, რომ კმაყოფილია კიმის კვლავ გამოჩენით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG