Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ლუკაშენკას თქმით, ის ვერ გააუქმებს 9 მაისის აღლუმს


ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ვერ გააუქმებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს მინსკში, ვინაიდან, „ათასობით ადამიანს სურს, რომ დღესასწაული შედგეს“.

ლუკაშენკას სიტყვებით, „ამაზე დიდხანს ფიქრობდა“, მაგრამ დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა „პირველებმა მოითხოვეს, რომ ისინი ჩამოიყვანონ ღონისძიებაზე.“

ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის მონაწილეები „შეიძლება ვირუსებითაც კვდებოდნენ და სხვა დაავადებებითაც, მაგრამ ზოგჯერ ამას ვერ გრძნობდნენ და ამაზე არ ფიქრობდნენ“. მან ხაზი გაუსვა, რომ არ სურს, ვეტერანებმა იფიქრონ, რომ ხელისუფლებას პანდემიის შეეშინდა.

მანამდე ბელარუსის 7 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი პეტიციას მოთხოვნით, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით გაუქმდეს 9 მაისის აღლუმი. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ამის პასუხად განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ხელს უწყობს აღლუმის გამართვას. ამასთან, ის არმიის მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ მისი გაუქმება რა შეიძლება.

დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობაა 16705. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 99 ადამიანი. უკანასკნელ დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამეში 800-900-ით იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არაერთხელ მოუწოდა ბელარუსს, მკაცრი ზომები შემოიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG