Accessibility links

თალიბები თავს დაესხნენ სამხედრო ბაზას ჰელმანდში. იუწყებიან მსხვერპლის შესახებ


პროვინცია ჰელმანდი

თალიბანი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დიდი თავდასხმა განახორციელეს ჰელმანდში მდებარე სამხედრო ცენტრზე, სადაც, ოფიციალური ცნობით, სულ მცირე ხუთი კაცი დაიღუპა.

თავდასხმა 3 მაისის საღამოს მოხდა ავღანეთსი ჩრდილოეთ პროვინციაში მდებარე სამხედრო ობიექტზე, სადაც ავღანეთის არმიისა და დაზვერვის სამსახურის დაახლოებით 150 წევრი იყო დაბანაკებული.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელიც აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად მისმა მებრძოლებმა "ათობით" ჯარისკაცი დახოცეს.

თალიბანი და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებები აგრძელებენ თავდასხმებს ქვეყნის უსაფრთხოების ძალებზე, მიუხედავად მთავრობის შეთავაზებისა, რომ მომხდარიყო ცეცხლის შეწყვეტა მუსლიმთა წმინდა რამადანის თვესთან დაკავშირებით.

ასეთი შეთავაზება ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა 23 აპრილს გააკეთა წმინდა რამადანის თვის დაწყებასთან დაკავშირებით და ასევე ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო.

თალიბანი უარყოფს ავღანეთის ხელისუფლების შეთავაზებულ წინადადებას რამადანის დროს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რასაც ექსტრემისტული დაჯგუფება უწოდებს „არარაციონალურს“ იმ ფონზე, როდესაც მხარეებს შორის გრძელდება უთანხმოება სამშვიდობო პროცესის გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG