Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოჯანმრთელდა თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი


კორონავირუსისგან განიკურნა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ყველაზე ახალგაზრდა, 13 წლის პაციენტი, რომელიც საავადმყოფოში 24 დღის წინ მოათავსეს.

„ორჯერადად, პროტოკოლის მიხედვით, გამოვლინდა უარყოფითი და რამდენიმე წუთში მოზარდი დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაახლოებით დღის თორმეტის ნახევრისთვის გამართულ ბრიფინგზე.

ლევან რატიანის ინფორმაციით, დღეს კლინიკას დატოვებს სულ 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი.

4 მაისის 12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 593 შემთხვევა. მათგან 223 უკვე გამოჯანმრთელდა. 9 გარდაიცვალა.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG