Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო ერთ წელიწადში ხილი 1,5-ჯერ გაძვირდა


საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხილი, დაახლოებით, 1,5-ჯერ გაძვირდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ვაშლი, რომელიც გასულ წელს 3 ლარი ღირდა, წელს 4 ლარი და 35 თეთრი ღირს.

2019 წლის აპრილიდან 2020 წლის აპრილამდე სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები, საშუალოდ, 16 პროცენტით გაძვირდა. ფასები პროდუქტების მიხედვით ასე გაიზარდა:

  • ხილი და ყურძენი - 45,4%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 23,2%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 16,9%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 15%;
  • თევზეული - 14,9%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 14,1%;
  • ზეთი და ცხიმი - 11%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 10%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 10%;
  • პური და პურპროდუქტები - 8,4%.

ბოლო ერთ თვეში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 3 პროცენტით გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG