Accessibility links

სომხეთში წუხელ კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით


ერევნის ქუჩა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში წუხელ 4 ახალი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, დაავადებულთა რაოდენობა 121-ით გაიზარდა.

კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში სომხეთში ინფექცია დაუდასტურდა 2507 ადამიანს. ნახევარზე ცოტა ნაკლები, 1071 ავადმყოფი განიკურნა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 39-ს შეადგენს.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 4 მაისიდან ქვეყანაში გაუქმდება კრონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული ცალკეული შეზღუდვა.

კერძოდ, საჭიროა არ იქნება სახლიდან გამოსვლის შემთხვევაში სპეციალური ბლანკის შევსება, მოიხსნება აკრძალვები ყველა სახის ეკონომიკურ საქმიანობაზე; ამუშავდება კაფე-რესტორნები, რომლებსაც აქვთ გარე სივრცე. ამასთან, ჯერჯერობით კვლავ დახურული იქნება სავაჭრო ცენტრები და არ იმუშავებს ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG