Accessibility links

კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი გაახალგაზრდავდა - ჯანდაცვის მინისტრი


ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ძალიან საყურადღებო უწოდა COVID 19-ით დაავადებული 58 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს და განაცხადა, რომ „ექიმები მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტების მიმართაც“.

„უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

COVID-19-ით პირველი პაციენტი - 79 წლის წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს გარდაიცვალა.

მეორე პაციენტი 81 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 აპრილს გარდაიცვალა.

მესამე პაციენტი 86 წლის ქალი, ინფექციურ საავადმყოფოში 7 აპრილს გარდაიცვალა.

მეოთხე პაციენტი 70 წლის ქალი, ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 18 აპრილს გარდაიცვალა.

მეხუთე პაციენტი 68 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 22 აპრილს გარდაიცვალა.

მეექვსე პაციენტი 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 26 აპრილს გარდაიცვალა.

მეშვიდე პაციენტი 83 წლის კაცი პირველ საუნივერესიტეტო კლინიკაში 1 მაისს გარდაიცვალა.

მერვე პაციენტი 72 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 მაისს გარდაიცვალა.

მეცხრე პაციენტი 58 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 მაისს გარდაიცვალა.

4 მაისის 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 593 შემთხვევა. მათგან 223 უკვე გამოჯანმრთელდა. 9 გარდაცვლილიდან - 6 ქალია, 3 კაცი.

გარდაცვლილთაგან ყველაზე ხანდაზმული 86 წლის წლის იყო, ყველაზე ახალგაზრდა - 58 წლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG